სიახლეები

გია მასალკინი სკანდალის შემდეგ

30.05.2012 • • 1183
გია მასალკინი სკანდალის შემდეგ

ავტორი: ნათია ზოიძე
რესპუბლიკელ გია მასალკინს მის მიერ გაკეთებული განცხადებები შევახსენეთ. მივიღეთ პასუხები კითხვებზე: რას ნიშნავს „შავრაზმელი“ და რატომ უწოდა ადრე ივანიშვილს ხელისუფლების ან რუსეთის პროექტი. აპირებს თუ არა გიორგი მასალკინი დატოვოს კოალიცია? რესპუბლიკური პარტიის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე პოლიტიკურ პროცესებს ჯერ კიდევ აკვირდება და გადაწყვეტილება არ მიუღია.

ბატონო გია, თქვენს უახლოეს პოლიტიკურ გეგმებში არის თუ არა მოსალოდნელი ცვლილება?

– ჯერჯერობით მკვეთრ ცვლილებებს არ ვგეგმავ, სანამ ბოლომდე არ დალაგდება ოპოზიციური ლანდშაფტი და სანამ ყველგან არ გვეყოლება მაჟორიტარები. ვნახოთ არსებული ხელისუფლების მაგივრად ქვეყანა თუ მიიღებს ჯანმრთელ ალტერნატივას. თუ მე დავინახე, რომ ოპოზიციამ ეს ვერ შეძლო, მაშინ ჩემთვის პოლიტიკაში ყოფნა არ არის თვითმიზანი. მე ვარ რეალიზებული პიროვნება, მაქვს ჩემი პროფესია, ჰობი, ვმუშაობ სამოქალაქო სექტორთან _ ანუ მაქვს ინტერესები პოლიტიკის გარეთ.

– შეგახსენებთ თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებას _ „მე, რესპუბლიკური პარტიის და ეროვნული კომიტეტის წევრი, არ ვიქნები ქართულ ოცნებაში, თუ მურმან დუმბაძე იქნება ქართულ ოცნებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე“. მურმან დუმბაძის ადგილი უკვე გარკვეულია, რას აპირებთ?

– მე მქონდა ერთგვარი მორატორიუმი ამ თემაზე, მაგრამ მურმან დუმბაძე ისევ აქტიურობს. კოალიციური ფორმატი იზრდება. მოსალოდნელია, რომ კოალიცია გაიზარდოს. ასეთ პირობებში მე ვითანამშრომლებ მურმან დუმბაძესთან, მე არავინ მეკითხება, სხვა პარტიაში ვინ სად იქნება. მე სხვა რამე ვთქვი, მე ვთქვი, რომ თუ კოალიციურ რეჟიმში ის იქნება ჩემი ხელმძღვანელი, მაშინ მე შევაჩერებ პოლიტიკურ აქტივობას-მეთქი. მე არ ვაპირებ გაუთავებელი კინკლაობით დავღალო საზოგადოება და კოალიცია.

– რაც შეეხება თქვენს განცხადებას, რომ წინასაარჩევნო პროცესებს ჩამოშორდებით. მომავალი არჩევნების მიმართ დიდი ინტერესია, რა გამართლება აქვს პოლიტიკოსს, რომელიც ჩამოშორდება პოლიტიკურ პროცესებს ყველაზე მნიშვნელოვან დროს?

– ჩემი მხრიდან ეს იქნებოდა ერთგვარი პროტესტი, მე გარკვეული პრინციპები გამაჩნია პოლიტიკაში. არის რაღაც ზღვარი კომპრომისის, რომელსაც შემიძლია მე დავთანხმდე და არის ზღვარი, რომლის შემდგომაც მე ვამბობ არას. ხელისუფლებას არჩევნების წინ არ აწყობს სიმშვიდე, უნდა მოხდეს რაღაც ფორსმაჟორული, რომ დასავლეთმა თქვას: კარგი, ეს ხელისუფლება არ ვარგა, მაგრამ ვინც მოდის, ამაზე უარესნი არიან. მეჩეთის თემა იყო შემოგდებული, დამზადებული ნაღმი, რომლის პულტიც უჭირავს მერაბიშვილს, ჩართავს პულტს, ჩვენც გავხდებით მძევალი სიტუაციის.

რჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ერთგვარ ჩიხში შეგიყვანათ...

– არ შეგედავებით. მე შეიძლება ზედმეტი ემოციურობით არ გამოვირჩეოდე, შეიძლება პოლიტიკა არც კი იყოს ჩემი უპირველესი საქმე, მე პოლიტიკაში მახასიათებს გულწრფელობა, სასურველია იყო უფრო მოქნილი და უკანა გზა ყოველთვის დაიტოვო. აქამდე გულწრფელობა გამომდიოდა, ვნახოთ ახლა რა მოხდება.

მურმან დუმბაძემ მოგიხდათ ბოდიში თავისი გამონათქვამის გამო, რომელიც თქვენს გენურ წარმომავლობას ეხებოდა. თქვენ არ მიიღეთ ბოდიში და კვლავ მოუწოდეთ „ქართულ ოცნებას“ რომ არ გაეხადა ის `ქართული ოცნების~ სახე. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე იბრძოდით ამ განცხადების გამოყენებით ჩამოგეშორებინათ ყოფილი თანაპარტიელი პოლიტიკური ცხოვრებიდან.

–კი, მე ვფიქრობ, რომ მურმან დუმბაძე, ერთი მხრივ, არ უნდა გამხდარიყო სახე “ქართული ოცნების,” მაგრამ მეორე მხრივ, მე ვაღიარებ მის პოტენციალს. მე გავაკეთე განცხადება, არ გაითვალისწინეს. მურმანს ის სიტყვები არ წამოსცდენია. სინამდვილეში მას არ მოუხდია ბოდიში, ამის შემდეგაც თქვა ფრაზა, ეს იყო მცდელობა, რომ მისი უცოდინარობა ამეხსნა გენეტიკითო. რამდენი საუკუნე უნდა იცხოვრო საქართველოში, რომ შენი გენი გახდეს ქართული? მე არ მინდა კოალიციას მოვუტანო პრობლემა, მაგრამ სათქმელი მაინც ვთქვი.

– და თუ მაინც მიიღებთ პოლიტიკიდან ჩამოშორების გადაწყვეტილებას, ამის მიზეზი იქნება მურმან დუმბაძე თუ ის, რაც განაცხადეთ 2011 წლის 6 ოქტომბერის `ტვ 25~-ის ეთერში. თქვენ თქვით: „მე არ მჯერა, რომ ივანიშვილს დღეს გაუჩნდა პოლიტიკური ამბიციები, ის ან რუსეთის, ან ხელისუფლების პროექტია“?

– კი, ეს განცხადება გავაკეთე 6 ოქტომბერს. მე მართლაც მეგონა, რომ ის ან ხელისუფლების, ან რუსეთის პროექტი იყო. არაფერი ვიცოდი მის შესახებ, გარდა იმისა, რომ ოაზისი აქვს მის სოფელში. თუმცა ვთქვი ისიც, რომ შეიძლება გულანთებული პატრიოტიც იყოს, თუმცა ნაკლებად მჯერა მაგის-მეთქი. შემდეგ ივანიშვილმა რესპუბლიკური პარტია აირჩია სათანამშრომლოდ. პარტია, რომელიც არ არის არავის ყურმოჭრილი მონა. მან აიღო სწორი ორიენტირი, ე.ი. ის მზადაა ითანამშრომლოს პარტიასთან, რომელიც შეუძლებელია იყიდო, ან მოათვინიერო, ან ათქმევინო ის, რაც ეწინააღმდეგება მის პრინციპებს. თუ ამის შემდეგ არ მომეწონება მისი საკადრო პოლიტიკის კურსი, მე არც ოპოზიციას შევუშლი ხელს და არც ჩემს სულიერ მდგომარეობას დავამძიმებ. ჯერჯერობით საქმე მიდის ისე, რომ არსად წასვლა არ მომიწევს.

–როგორ ფიქრობთ, თქვენმა დაპირისპირებებმა და ბატალიებმა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, პოლიტიკურ პროცესს ზიანი მოუტანა თუ პირიქით?

– რთულია პასუხის გაცემა. ეს ის შემთხვევაა, როცა ავნო და შედეგიც მოუტანა. საჯაროდ დავა ასუსტებს ოპოზიციას. მურმანისა და ჩემი ერთგვარი კონფლიქტი უფრო დააფიქრებს საჯარო პირებს, რა არის მისაღები, რა უნდა ითქვას და რისი თქმა არ შეიძლება.

– თქვენ აზრით, გულწრფელობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ახლა ამბობთ, რომ დაანახეთ სხვებს, რაღაცების თქმა რომ არ შეიძლება. რეალურად რა არის პრობლემა _ ის, რომ საჯარო პირი საზოგადოებას ყოფს, მაგალითად, სოფლელებად და ქალაქელებად, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობს, თუ ის, რომ სინამდვილეში ასე ფიქრობს?

– პოლიტიკოსი არ უნდა ყოფდეს საზოგადოებას, მაგრამ მე მომიწია ევროპულ სტრუქტურებში მუშაობა, საჯარო რიტორიკა ყველას აქვს ლიბერალური, აღმოჩნდები მაგიდასთან და შეიძლება გითხრან, რომ წაგვლეკეს, მაგალითად, ამ ახალმა, უცხო კვარტალებმა ქალაქში. გულის სიღრმეში მათ უნდათ, რომ იყოს ჰომოგენური გარემო, მაგრამ თანამედროვე სამყაროში, თუ შენ გინდა გლობალური სამყაროს წევრი იყო, რაღაც კომპრომისებზე უნდა წახვიდე და დაამარცხო შენი განწყობები.

– „ტვ-25″ უშვებს დიდ შეცდომას, რომ ეს შავრაზმული გადაცემა გადის ეთერში“ _ ეს თქვენი სიტყვებია. რა გაგებით გამოიყენეთ ტერმინი „შავრაზმული“, რამდენად თავსდება ეს განცხადება პოლიტიკოსის მედიასთან ურთიერთობის კორექტულობის სივრცეში, მით უფრო, როცა თქვენი პარტიის ლიდერები მიდიან ამ გადაცემაში და პასუხობენ კითხვებს?

– შავრაზმელობა ეს არის სინომიმი ქსენოფობიურობისა. ეს იყო მიმდინარეობა მეოცე საუკუნის დასაწყისში, რომელიც სხვა ეროვნებას განიხილავდა, როგორც მტერს. რუსეთი ასეთად აღიქვამდა ებრაელებს. ეს გადაცემა მე შევაფასე, როგორც შავრაზმული. მეორედ რომ მქონდეს შანსი, მე ამ ტერმინს არ გამოვიყენებდი, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ გადაცემების ნაწილი არ მომწონს, მაგრამ ხანდახან წინ წამოწევენ იმ საკითხებს, რომელიც მაინტერესებს და ვუყურებ.

– ჯერჯერობით გარკვეულია ის, რომ აჭარაში არის „ქართული ოცნების“ სამი სტრუქტურული ერთეული. ამ ეტაპზე რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა თემატურ საკითხებზეა საუბარი, კოალიციის ოფისი არსებობს, მაგრამ იქ მხოლოდ აბრაა და კარი დაკეტილია…

–დაკომპლექტდა სია პირებისა, ვინც ჩვენგან საარჩევნო კომისიის წევრები იქნებიან და დაიწყება მათი ტრენინგი. აჭარაში ვავრცელებთ გაზეთს _ „ქართულ ოცნება.“ რაც შეეხება ოფისს, შესანიშნავი ოფისია, ავეჯიც არის, ტექნიკაც, მაგრამ არ გვყავს შტაბის უფროსი. ვიღაც უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც ამას ჩაიბარებს და დაიწყებს მუშაობას. ეს საკითხი მომავალ სამშაბათს უკვე დაკონკრეტდება.

გადაბეჭდვის წესი