საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება 10 მარტს დაიწყება. კონკურსის მეორე ეტაპზე, პირველისგან განსხვავებით, დირექტორობის მსურველთა რაოდენობა გასამმაგდა და მთლიანობაში კონკურსზე 4641 მსურველი დარეგისტრირდა.
ამის მიუხედავად, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა მესტიაში, სადაც სულ 22 სკოლაშია კონკურსი გამოცხადებული და აქედან რვა სკოლაშია მხოლოდ თითო-თითო კანდიდატი წარდგენილი, 13 სკოლაში კი არც ერთი კანდიდატი არაა წარდგენილი.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები მასწავლებლების გარკვეულმა ნაწილმა გააპროტესტა, ნაწილმა სასამართლოსაც კი მიმართა გასაუბრების შედეგების გასაუქმებლად.
2023 წელს გამოცხადებული კონკურსის დროს განათლების სამინისტრომ სერტიფიცირებული კანდიდატებიც კი არ წარადგინა მათ მიერ არჩეულ საჯარო სკოლებში.
სკოლების გარკვეულ ნაწილში ერთკანდიდატიანი „არჩევნები“ ჩატარდა, უმრავლესობა კი კანდიდატის გარეშე დარჩა.
განათლების სამინისტრომ კანდიდატების პროტესტის ფონზე, სკოლის დირექტორობის კონკურსი მეორედ გამოაცხადა.
აჭარაში სულ 129 საჯარო სკოლაშია კონკურსი გამოცხადებული.
ბათუმში კონკურსი გამოცხადებულია 9 საჯარო სკოლაში. ყველაზე მეტი – 19 კანდიდატია წარდგენილი ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში.
- 18 კანდიდატი – ბათუმის მე-13 საჯარო სკოლაში
- 15 კანდიდატი – მე-18 სკოლაში
- 17 კანდიდატი – 25-ე სკოლაში
- 14 კანდიდატი – მე-11 სკოლაში
- 11 კანდიდატი – მე-17 სკოლაში
მუნიციპალიტეტების მიხედვით:
- ქედაში – 21 სკოლაში
- შუახეში – 36 სკოლაში
- ხულოში -12 სკოლაში
- ქობულეთში – 32 სკოლაში
- ხელვაჩაურში – 19 სკოლაში
ქალაქის სკოლებისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების სკოლებში შედარებით ნაკლები კანდიდატებია წარდგენილი, თუმცა პირველი კონკურსისგან განსხვავებით, ამჯერად კანდიდატთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.
ამის მიუხედავად, ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის მესტიაში, სადაც სულ 22 სკოლაშია კონკურსი გამოცხადებული.
ამ დროისთვის ვაკანსია 1221 სკოლაშია გამოცხადებული.