მთავარი,სიახლეები

29 დეკემბრამდე წვიმა, ქარი და თოვლია მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო

25.12.2023 • 991
29 დეკემბრამდე წვიმა, ქარი და თოვლია მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 დეკემბრამდე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შენარჩუნებული იქნება ცივი და თოვლიანი ამინდი.

27-28 დეკემბერს ნალექის ინტენსივობა იკლებს, თუმცა 28 დეკემბერს მაღალ მთაში ზოგან კვლავ ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სანაპირო რაიონებში – ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 28 დეკემბერს იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

29 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებშიც – ქუთაისში, ზესტაფონში, ზუგდიდში, მარტვილსა და ოზურგეთში. . ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

29 დეკემბრამდე დროგამოშვებით ითოვებს მესტიასა და ბახმაროში. აქ 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: