მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 დეკემბერი

25.12.2023 • 743
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 353 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 760]
  • ტანკი – 5 877 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 10 919 ერთეული [+31]
  • საარტილერიო სისტემა – 8 347 ერთეული [+33]
  • MLRS – 934 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 613 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 436 ერთეული [+32]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 616 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 075 ერთეული [+53]
  • სპეცტექნიკა – 1 234 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 558 თვითმფრინავი
  • 261 ვერტმფრენი
  • 10 080 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 309 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 493 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 690 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

[yellow_box]თუ თავს დაგვესხმებიან ან ჩვენ დაგვემუქრება, ვიმოქმედებთ – კოლომინა ოჩამჩირის ბაზაზე[/yellow_box]

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: