უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 350 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
- ტანკი – 5 828 ერთეული [+14]
- ჯავშანტექნიკა – 10 825 ერთეული [+31]
- საარტილერიო სისტემა – 8 226 ერთეული [+20]
- MLRS – 932 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 611 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 342 ერთეული [+26]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 613 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 10 919 ერთეული [+48]
- სპეცტექნიკა – 1 208 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 553 თვითმფრინავი
- 260 ვერტმფრენი
- 9 928 უპილოტო საფრენი აპარატი
- 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 14 226 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 7 430 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 16 547 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
პატრიარქ კირილის ქსენოფობიური განცხადება და რუსეთის წინსვლა ბახმუტთან – ISW-ის ბოლო ცნობები






