მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიის პასუხი ლევან ვარშალომიძეს

04.07.2016 • 2134
ბათუმის მერიის პასუხი ლევან ვარშალომიძეს

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ ის ყოველდღიურად აპირებს იმ შეჩერებულ პროექტებზე განცხადებების გაკეთებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ახალი ხელისუფლების პირობებში შეჩერდა.  დღეს, 4 ივლისს, მან ჟურნალისტებთან, ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ქუჩის რეაბილიტაციაც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა.

ლევან ვარშალომიძის ბრალდებებს მერიაში უპასუხეს:

„ერისთავისა და დადიანის ქუჩების კვეთაში არსებული საცხოვრებელი კორპუსი არის ავარიულ მდგომარეობაში, არსებობს დასკვნა, რომელიც გულისხმობს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას და აღნიშნულის მიზნით, ბათუმის ბიუჯეტში გამოყოფილია 650 ათასი ლარი. აქედან 400 ათასი ლარი გათვალისწინებულია აღდგენითი სამუშაოებისთვის, ნაწილი კი 6 თვის ბინის ქირისთვის, ამ სახლში მცხოვრები ოჯახებისთვის. თუმცა, მოსახლეობის თხოვნით, ბათუმის მერიაში განიხილება საკითხი და უახლოეს საკრებულოს სხდომაზე როცა საბიუჯეტო ცვლილებებზე იქნება საუბარი, წარედგინება შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ამ თანხის მოსახლეობისთვის, ანუ კერძო ამხანაგობისთვის გადარიცხვას, იმ მიზნით, რომ მოხდება აღნიშნული ავარიული  კორპუსის დემონტაჟი და ინვესტორთან შეთანხმებით, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა“ – აცხადებს, მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსი გოგა ლომაძე.

მისივე განცხადებით, სწორედ ამის გამო შეჩერდა ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რადგან მოსახლეობის წინადადების გათვალისწინება მოხდა.

„ბაგრატიონის ქუჩის კილომეტრი და 700 მეტრი კეთილმოვაწყეთ, დარჩენილია 110 მეტრი, ზუსტად  ის მონაკვეთი სადაც ავარიული სახლი დგას. ამიტომ, დროებით, სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, ჩვენ თავი შევიკავეთ ყველა სხვა სახის ღონისძიებების განხორციელებისგან“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: