უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 297 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560]
- ტანკი – 5 145 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 9 726 ერთეული [+11]
- საარტილერიო სისტემა – 7 162 ერთეული [+7]
- MLRS – 834 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 556 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 320 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 390 ერთეული [+1]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 538 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 9 513 ერთეული [+6]
- სპეცტექნიკა – 1 011 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 515 თვითმფრინავი
- 253 ვერტმფრენი
- 8 312 უპილოტო საფრენი აპარატი
- 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 12 960 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 169 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 893 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 14 684 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა გაარღვია სამმა გემმა და უკრაინაში შევიდა – „ფორბსი“






