უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 284 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990]
- ტანკი – 4 905 ერთეული [+42]
- ჯავშანტექნიკა – 9 264 ერთეული [+44]
- საარტილერიო სისტემა – 6 763 ერთეული [+32]
- MLRS – 811 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 545 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 316 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 247 ერთეული [+21]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 531 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 9 170 ერთეული [+25]
- სპეცტექნიკა – 966 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 488 თვითმფრინავი
- 250 ვერტმფრენი
- 7 748 უპილოტო საფრენი აპარატი
- 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 12 528 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 163 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 738 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 14 115 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინის „რკინის გენერალი“ – გმირი, რომელიც ვარსკვლავი არ არის






