უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 270 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
- ტანკი – 4 584 ერთეული [+16]
- ჯავშანტექნიკა – 8 792 ერთეული [+14]
- საარტილერიო სისტემა – 5 902 ერთეული [+30]
- MLRS – 766 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 517 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 650 ერთეული [+5]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 19 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 8 444 ერთეული [+31]
- სპეცტექნიკა – 884 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 467 თვითმფრინავი
- 248 ვერტმფრენი
- 6 706 უპილოტო საფრენი აპარატი
- 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 811 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 150 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 359 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 958 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე: