მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ივნისი

10.06.2023 • 1276
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 214 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
  • ტანკი – 3 909 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 7 607 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 3 717 ერთეული [+15]
  • MLRS – 600 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 362 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 299 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 263 ერთეული [+16]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 176 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 428 ერთეული [+18]
  • სპეცტექნიკა – 507 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 441 თვითმფრინავი
  • 238 ვერტმფრენი
  • 4 563 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 841 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 122 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 071 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 856 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

უკრაინას უკვე საკმაო ძალები ჰყავს მობილიზებული კონტრშეტევისთვის – ინტერვიუ 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: