მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 მაისი

26.05.2023 • 947
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 205 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460]
  • ტანკი – 3 796 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 7 435 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 3 384 ერთეული [+25]
  • MLRS – 570 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 328 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 310 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 296 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 910 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 015 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 161 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 446 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 429 თვითმფრინავი
  • 235 ვერტმფრენი
  • 4 341 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 302 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 908 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 464 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

რას წერენ ბახმუტზე უკრაინის გენშტაბი და ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: