მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მაისი

15.05.2023 • 766
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 199 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
  • ტანკი – 3 759 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 7 336 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 3 137 ერთეული [+21]
  • MLRS – 562 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 316 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 720 ერთეული [+24]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 973 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 034 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 407 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 425 თვითმფრინავი
  • 233 ვერტმფრენი
  • 4 156 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 169 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 821 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 214 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

ბახმუტში რუსეთის არმიის 2 პოლკოვნიკი დაიღუპა – რუსული მედია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: