მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 მაისი

12.05.2023 • 732
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 197 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750]
  • ტანკი – 3 745 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 7 295 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 3 068 ერთეული [+15]
  • MLRS – 559 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 312 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 636 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 970 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 996 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 393 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 421 თვითმფრინავი
  • 230 ვერტმფრენი
  • 4 099 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 108 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 796 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 141 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

[yellow_box]პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ბახმუტში ეპატიჟება[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ჩვენ გვჭირდება მეტი დრო – ზელენსკი უკრაინის კონტრშეტევის შესახებ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: