უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 171 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 570]
- ტანკი – 3 602 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 6 966 ერთეული [+13]
- საარტილერიო სისტემა – 2 653 ერთეული [+15]
- MLRS – 525 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 277 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 305 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 291 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 235 ერთეული [+19]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 5 502 ერთეული [+9]
- სპეცტექნიკა – 287 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 404 თვითმფრინავი
- 226 ვერტმფრენი
- 3 612 უპილოტო საფრენი აპარატი
- 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 8 433 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 074 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 4 449 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 9 161 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე: