მთავარი,სიახლეები

უკრაინაში ოკუპანტების მოწყობილი კიდევ ერთი წამების ადგილი იპოვეს

03.01.2023
უკრაინაში ოკუპანტების მოწყობილი კიდევ ერთი წამების ადგილი იპოვეს

უკრაინელმა სამართალდამცავებმა ნიკოლაევის ოლქში რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ მოწყობილი წამების კამერა იპოვეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას.

გამოძიების მონაცემებით, რუსეთის წარმომადგენლებმა სოფელ ალექსანდროვკაში ადგილობრივ მცხოვრებს სახლი წაართვეს და აქ უკანონოდ აკავებდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ ადგილობრივებს, რომლებმაც უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე.

უკრაინული სპეცსამსახურების ცნობით, დატყვევებულებს აწამებდნენ პლასტიკური პაკეტით – მოხრჩობით, სცემდნენ მძიმე საგნებით და იყენებდნენ ელექტროშოკს.

სამართალდამცავებმა ადგილის დათვალიერებისას საწამებლად გამოყენებული „ინსტრუმენტებიც“ აღმოაჩინეს. მათ ასევე დაადგინეს უკრაინის მოქალაქეების ვინაობა, რომლებსაც ოკუპანტები უკანონოდ აკავებდნენ და აწამებდნენ ერთი თვის განმავლობაში.

უკრაინის პროკურატურამ საქმე აღძრა ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 12 წლამდე ვადით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: