2022 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში უნდა შესულიყო თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაცია, თუმცა პარლამენტის გადაწყვეტილებით, ის 2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანაზე კანონი დღეს, 13 დეკემბერს ამოქმედდა.
- სადა შეფუთვა გულისხმობს თამბაქოს ნაწარმისთვის სასაქონლო ნიშნის, ფერების, ბრენდის გამოსახულების ან სარეკლამო ინფორმაციის გამოყენების აკრძალვას, გარდა ბრენდის სახელებისა და პროდუქტის სახელებისა, რომლებიც ნაჩვენები იქნება სტანდარტულ ფერსა და შრიფტში.
ეს რეგულაცია ძალაში 2018 წელს უნდა შესულიყო, თუმცა ის 2022 წლის ბოლომდე გადაიდო. გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა სპეციალური განცხადებით მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაეჭირა რეგულაციის ამოქმედების კიდევ ერთხელ გადავადებისთვის.
ამ თემაზე ვრცლად:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/450815/