მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 ოქტომბრის მონაცემები

10.10.2022 • 1124
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 62 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +370]
  • ტანკი – 2 495 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 5 149 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 1 486 ერთეული [+9]
  • MLRS – 353 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 181 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 267 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 235 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 097 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 249 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 908 ერთეული [+18]
  • სპეცტექნიკა – 136 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ  10 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 318 თვითმფრინავი
  • 159 ვერტმფრენი
  • 2 188 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 379 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 604 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 866 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 462 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 463 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: