მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ოქტომბრის მონაცემები

08.10.2022 • 1374
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 62 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +380]
  • ტანკი – 2 472 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 5 111 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 1 459 ერთეული [+4]
  • MLRS – 345 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 180 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 266 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 234 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 079 ერთეული [+12]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 246 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 875 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 136 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ  8 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 316 თვითმფრინავი
  • 158 ვერტმფრენი
  • 2 176 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 379 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 494 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 866 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 457 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 395 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: