მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 სექტემბერი

23.09.2022
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 56 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +550]
  • ტანკი – 2 254 ერთეული [+18]
  • ჯავშანტექნიკა – 4 796 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 1 355 ერთეული [+14]
  • MLRS – 326 ერთეული [+8]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 170 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 254 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 219 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 950 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 240 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 659 ერთეული [+29]
  • სპეცტექნიკა – 126 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 298 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 2 054 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 376 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 077 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 844 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 410 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 794 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ბრიტანული დაზვერვის უახლესი მონაცემების მიხედვით, უკრაინულ ძალებს წინსვლა აქვთ სამხრეთითაც, სადაც სოფელ ლიმანს უტევენ და ასევე გაამაგრეს პოზიციები ხარკოვის ოლქში, მდინარე ოსკილზეც: უკრაინა ურტყამს რუსეთის საომარი მიზნებისთვის არსებით ტერიტორიებს – ბრიტანეთის დაზვერვა

ამავე თემაზე:

„წადით ჟაპოროჟიესკენ ან საქართველოში“ – ფედეროვი ოკუპირებული რეგიონში მცხოვრებ კაცებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: