მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის დანაკარგები ომში – 21 სექტემბრის მონაცემები

21.09.2022 • 1025
რუსეთის და უკრაინის დანაკარგები ომში – 21 სექტემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 55 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +300]
  • ტანკი – 2 227 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 4 748 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 1 340 ერთეული [+17]
  • MLRS – 318 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 168 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 253 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 217 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 932 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 239 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 610 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 125 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 295 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 2 018 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 375 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 052 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 841 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 405 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 743 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ დღეს, 21 სექტემბერს გამოცხადებული საყოველთაო მობილიზაციის ფარგლებში სულ 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

[yellow_box]პუტინი უდიდეს პოლიტიკურ რისკზე მიდის – ბრიტანეთის დაზვერვა[/yellow_box]

უკრაინის დემილიტარიზაცია რუსეთის ომის ერთ-ერთი გაცხადებულ მიზანთაგანი იყო. ომიდან 7 თვის თავზე მოსკოვი ისე შორსაა ამ მიზნის მიღწევისგან, როგორც არასდროს — გარდა იმისა, რომ კიევის განიარაღების ნაცვლად, მისი ინტენსიური შეიარაღება მიმდინარეობს, რუსეთმა ომში დაახლოებით ოთხჯერ მეტი სამხედრო ტექნიკა დაკარგა, ვიდრე — უკრაინამ:

ამავე თემაზე:

„არტილერიის ღმერთი ომში” – უკრაინის გმირი რომან კაჩური

გადაბეჭდვის წესი


ასევე: