მთავარი,სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო მედიაკონფერენცია გაიმართება

20.09.2022
საქართველოში საერთაშორისო მედიაკონფერენცია გაიმართება

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მედია მოვლენათა ეპიცენტრში “ – ამ სახელწოდებით, 22-25 სექტემბერს, საქართველოში საერთაშორისო მედიაკონფერენცია გაიმართება. კონფერენციის ორგანიზატორი მედიის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის – „ინტერნიუსის“ საქართველოს წარმომადგენლობაა.

კონფერენცია წარმოადგენს პრეზენტაციების, პანელური დისკუსიების, ტრენინგებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების ერთობლიობას. ჟურნალისტები, რედაქტორები და მედიამენეჯერები უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და საქართველოდან განიხილავენ გამოწვევებს, რომლებსაც დამოუკიდებელი მედია არასტაბილურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების პირობებში აწყდება.

კონფერენციის მომხსენებლები და მონაწილეები გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მედიის საქმიანობა ომისა და კრიზისების დროს, ფაქტების მოძიება, ფართო გამოხმაურებისა და ცვლილებების გამომწვევი ამბის თხრობის ტექნიკა და ბიზნესის ინოვაციური ფორმები მედიაში – მკითხველის მხარდაჭერა და კონტენტის მონეტიზაცია.

23 სექტემბერს, კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ფორუმი, რომლის მთავარი მომხსენებელი უკრაინული ონლაინგამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მთავარი რედაქტორი, სევგილ მუსაიევა იქნება. ის ჟურნალმა TIME-მა 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა.

ამავე დღეს, გაიმართება სესია სახელწოდებით „ციფრული მედია: გადაწყვეტილებები ზრდისთვის“. სესიაზე მოხსენებით გამოვლენმედიაბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი „ინტერნიუსში“ ჯეისონ ლამბერტი, NewsGain-ის დამფუძნებელი მიშელ ფოსტერი და „ინტერნიუს-უკრაინას“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯილიენ მაკკორმაკი.

24 სექტემბერს, დღის პირველი ნახევარი დაეთმობა ამბის თხრობის გზებს და ადამიანური ისტორიების გავლენას – ჟურნალისტიკისა და დოკუმენტალისტიკის გადაკვეთაზე ჟურნალისტებთან ერთად კონორეჟისორები და არტისტები იმსჯელებენ. მეორე ნახევარში კი ფორუმის მონაწილეები ქრაუდფანდინგსა და მკითხველზე ორიენტირებული კონტენტის წარმოებას განიხილავენ.

კონფერენცია 25 სექტემბერს კახეთში, „მთის ამბების“ რედაქციაში ვიზიტით დასრულდება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: