უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 51 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650]
- ტანკი – 2 122 ერთეული [+10]
- ჯავშანტექნიკა – 4 575 ერთეული [+18]
- საარტილერიო სისტემა – 1 237 ერთეული [+11]
- MLRS – 306 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 159 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 239 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 211 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 888 ერთეული [+4]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 214 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 3 399 ერთეული [+55]
- სპეცტექნიკა – 114 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 293 თვითმფრინავი
- 152 ვერტმფრენი
- 1 916 უპილოტო საფრენი აპარატი
- 374 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 4 870 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 827 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 3 371 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
- 5 417 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მომდევნო სამ დღეში ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკსაც გაათავისუფლებენ.
[yellow_box]უკრაინამ ხარკოვის ოლქში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიბრუნა – გენშტაბი[/yellow_box]
ამავე თემაზე:
მინდა ყველა რუსმა განიცადოს ის ტკივილი, როცა მეგობარს გიკლავენ – უკრაინელი ჯარისკაცი






