რეკლამა,სიახლეები

1300 ადგილიანი SEU-ს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი

10.08.2022
1300 ადგილიანი SEU-ს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი

სტუდენტებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU 2023 წლის სექტემბრიდან, სტუდენტებს შესთავაზებს საერთო საცხოვრებლის სერვისს.

1300-ადგილიანი, სტუდენტური საცხოვრებელი შEU-ს კამპუსის მახლობლად (ფეხით სავალ მანძილზე), სიმწვანით გარშემორტყმულ გა­­რემოში, უახლესი სტანდარტებით შენდება,რომელიც გამოირჩევა კონსტრუქციით, ინტერიერის დიზაინითა და კომფორტული საცხოვრებელი სივრცით.

სტუდენტური საცხოვრებელი სრულად აღჭურვილი იქნება საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით;

საცხოვრებელს დაიცავს დაცვის პოლიცია.

სტუდენტურ საცხოვრებელში გათვალისწინებულია:

  • კაფეს სერვისი;
  • დასუფთავების სერვისი;
  • ბიბლიოთეკა;
  • სამეცადინო სივრცეები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.