რეკლამა,სიახლეები

ბათუმის სანაპირო, სადაც Glovo-ს განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებთ

17.08.2022 • 1354
ბათუმის სანაპირო, სადაც Glovo-ს განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებთ

Glovo, მსოფლიოში ერთერთი წამყვანი მულტი კატეგორული მიტანის სერვისის მოთამაშე, ქართველ მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს სხვადასხვა განსხვავებულ, საინტერესო პროექტს.

წელს, ტექნოლოგიური კომპანია, ერთგულ მომხმარებლებს და ტურისტებს ბათუმში, Conte Beach-ის ტერიტორიაზე მასპინძლობს. 

ესაა სოციალური, ადაპტირებული სანაპირო, სადაც მომხმარებლები უფასოდ სარგებლობენ შეზლონგებით, სკამებით, პუფებით, სანაპიროს სხვა აქსესუარებითა და სერვისით. 

დამატებით, სანაპიროს მომხმარებლებს, Glovo-ს ყოველკვირეულად განახლებადი აქციები ელოდებათ: უფასო მიტანა, ფასდაკლებები, განსაკუთრებული შეთავაზებები პრაიმის მფლობელებისთვის.

სანაპირო უზრუნველყოფილია ფრენბურთის სათამაშო მოედნით, საბავშვო ზონითა და ზაფხულის იდეალური დღეეების გასატარებლად საჭირო ყველა დეტალით.

არტემ კოლოსიუკი, Glovo-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში:

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავანახოთ ქართველ მომხმარებელს –  Glovo არის კომპანია, რომელიც მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებლებზე, საზოგადოებაზე და მისი გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვის”.

ბედნიერ ბათუმურ დასვენებას გისურვებთ!


Glovo- შესახებ

Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. აპლიკაცია, ასევე მოიცავს კატეგორიასყველაფერს“, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს, საშუალებას აძლევს, შეუკვეთოს ყველაფერი, რაც უნდა. Glovo, 2015 წელს, ბარსელობაში დაარსდა და არის ტექნოლოგიური, ცვლილებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც სამხრეთ ევროპის, ცენტრალურ აზიასა და აფრიკის მასშტაბით, 25 ქვეყნის და 1300-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. ჩვენი ხედვაა, რომ ყველა ადამიანს, საკუთარ ქალაქში, უნდა ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე, რაც მას სურს!

Glovo- შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთhttps://about.glovoapp.com/en/ 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: