მთავარი,სიახლეები

ომში სულ ლიკვიდირებულია 42 ათასზე მეტი რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

07.08.2022 • 1084
ომში სულ ლიკვიდირებულია 42 ათასზე მეტი რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 42 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +300]
  • ტანკი – 1 805 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 4 055 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 958 ერთეული [+3]
  • MLRS – 260 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 132 ერთეული [+5]
  • თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 191 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 750 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 182 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 978 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 86 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 263 თვითმფრინავი
  • 145 ვერტმფრენი
  • 1 701 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 362 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 262 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 789 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 273 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 756 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ჰაიმარსებმა გააჩერა რუსეთი, წარმოიდგინეთ რა მოხდება, როცა რაკეტებს მიიღებენ – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: