მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ივლისი

22.07.2022 • 2668
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 39 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 704 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 3 920 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 863 ერთეული [+4]
  • MLRS – 251 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 221 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 713 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 167 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 803 ერთეული [+22]
  • სპეცტექნიკა – 72 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 260 თვითმფრინავი
  • 144 ვერტმფრენი
  • 1 589 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 357 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 141 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 762 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 176 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 453 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]კადიროვი პუტინს სთხოვს, კიევის აღების უფლება მისცეს[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსები „ჰაიმარსებს“ ვერ მისწვდებიან, ბაზები ხერსონში თითქმის გავანადგურეთ – ვანო ნადირაძე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: