სამსახურის ინფორმაციით, სერვისების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, თვითმომსახურების წახალისების მიზნით, შემოსავლების სამსახურში უკვე 452 ელექტრონული სერვისის მიღება არის შესაძლებელი.

„ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ ბრძანება შემოსავლების სამსახურის უფროსმა 2021 წლის 25 ოქტომბერს გამოსცა. 11 ივლისიდან ახალი შეზღუდვების შესახებ ცვლილება კი ამავე ბრძანებაში 2022 წლის 4 ივლის შევიდა.