მთავარი,სიახლეები

როგორ აღნიშნეს ბავშვთა დაცვის დღე ბათუმის ცენტრალურ პარკში | ფოტო

01.06.2022 • 1294
როგორ აღნიშნეს ბავშვთა დაცვის დღე ბათუმის ცენტრალურ პარკში | ფოტო

დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს ბათუმში, თოჯინების თეატრში, ბულვარსა და ბათუმის ცენტრალურ პარკში დიდი ჟრიამული იყო. ატრაქციონები სავსე იყო ბავშვებით. იხატავდნენ ლოყებს, სეირნობდნენ ველოსიპედებით, ასეირნებდნენ ძაღლებს, იღებდნენ ფოტოებს და ერთმანეთის ნახატებს ათვალიერებდნენ.

პირველი ივნისი. ამ დღეს ბათუმის ცენტრალურ პარკში ძალიან ბევრი ბავშვი იყრის თავს მშობლებთან ერთად

ბიჭს ბამბის ნაყინი უყიდეს, მაგრამ რაღაც მაინც უქეიფოდ გრძნობს თავს…

„დედა, სად ხარ დედა”

ზორო თევზაობს

თევზაობს ვარდისფერშლაპიანი გოგოც

„ობობას ქსელი დამახატე”

დედა-შვილი ბათუმის ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს

მზიანი დღე, ბათუმი, სულ ახლოს ზღვა და მწვანე პარკი

გოგოს დროებით ტატუს უკეთებენ. ჯერ არ ჩანს რას იხატავს, მაგრამ აუცილებლად რამე ლამაზი იქნება

„ცოტას დავისვენებ, ზედმეტად ხმაურობენ ეს პატარები”

ბათუმის ცენტრალურ პარკში პეპი გრძელიწინდაც გამოჩნდა ცხენით

„ყაყაჩოების” სადღესასწაულო ცეკვა

საბავშვო ნარდი

„კატად უკვე გადამღებეს, ახლა ხატვას მივხედოთ”

ეს ბიჭი სამეცნიერო კუთხესთან დგას და ექსპერიმენტს ატარებს

პარკში წითელქუდაც იყო

ძალიან სერიოზული ბიჭი

„ჩამომეცალეთ!”

თეთრპერანგიანი გოგო თეთრი ბუშტებით

„რა ლამაზი ბუშტებია, მოდი რომელიმე მაინც გავხეთქოთ!”

ორი ქვეყნის დროშა ახატია ლოყებზე, მაგრამ რაღაც მაინც არ მოსწონს. ფოტო: „ბათუმელები“/მარიკა ბოლქვაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: