მთავარი,სიახლეები

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები

25.04.2022
სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 21 900 ადამიანი
  • ტანკი – 884 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 258 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 411 ერთეული
  • MLRS – 149 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 69 ერთეული
  • თვითმფრინავი – 181 ერთეული
  • ვერტმფრენი – 154 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 566 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 201
  • სპეციალური აღჭურვილობა – 28
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 141 თვითმფრინავი
  • 110 ვერტმფრენი
  • 566 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 526 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 265 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 283 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 096 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 362 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა თავშესაფრის ძიებისთვის სულ მცირე 5 186 744 მოქალაქემ დატოვა. ამის შესახებ იუწყება ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ბოლო მონაცემები.

[yellow_box]უკრაინაში 215 ბავშვი დაიღუპა ომის დაწყებიდან დღემდე[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან, პუტინთან მისი საუბრის წინ“ – ზელენსკი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: