მთავარი,სიახლეები

12 ათასამდე ჯარისკაცი, 48 თვითმფრინავი – უკრაინა რუსეთის არმიის დანაკარგებზე

08.03.2022
12 ათასამდე ჯარისკაცი, 48 თვითმფრინავი – უკრაინა რუსეთის არმიის დანაკარგებზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მტრის დანაკარგების შესახებ მონაცემები განაახლა. სამინისტროს ინფორმაციით, 8 მარტის დილის მდგომარეობით, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგები ამ დროისთვის ასეთია:

  • პერსონალი – თითქმის 12 ათასი ადამიანი
  • ტანკი – 303 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა – 1036 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა -120
  • MLRS – 56
  • საჰაერო თავდაცვის საშუალება – 27
  • თვითმფრინავი – 48
  • ვერტმფრენი – 80 ერთეული
  • საავტომობილო აღჭურვილობა – 474
  • გემი / ნავები – 3 ერთეული
  • საწვავის ავზი – 60
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე – 7

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.


მე-13 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს ქალაქებსაც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარები შეტევას აგრძელებენ, მაგრამ „ჯარისკაცთა წინსვლის ტემპი მნიშვნელოვნად შენელებულია“.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/394897/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: