სიახლეები

კოვიდის 88 ათასი შემთხვევა 24 საათში – დიდ ბრიტანეთში რეკორდული მაჩვენებელია

17.12.2021 • 1188
კოვიდის 88 ათასი შემთხვევა 24 საათში – დიდ ბრიტანეთში რეკორდული მაჩვენებელია

16 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 88, 3 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღიური შემთხვევების ბოლო რეკორდული მაჩვენებელი – 78,6 ათასი ახალი შემთხვევა – 15 დეკემბერს დადასტურდა.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო მონაცემებში კოვიდით ინფიცირების დაახლოებით 10 ათას შემთხვევაში დასტურდება ომიკრონის შტამი, თუმცა „ბიბისის“ ცნობით, ახალი შტამის შემთხვევები დიდ ბრიტანეთში შესაძლოა ორჯერ მეტი იყოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: