Batumelebi | 39 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 3 123 ახალი შემთხვევა 39 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 3 123 ახალი შემთხვევა – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

39 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 3 123 ახალი შემთხვევა

16 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3 123 ახალი შემთხვევა. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 371  ადამიანი.

გასულ 24 საათში 39 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 12 918 პირი დაიღუპა.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევათა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ასე გამოყურება: თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, აჭარაში – 243, იმერეთში – 481, ქვემო ქართლში – 115, შიდა ქართლში – 211, გურიაში – 88, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 214, კახეთში – 160, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -17.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა მილიონს უახლოვდება. დღეის მონაცემებით უკვე ინფიცირებულია 901 202 ადამიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან