მთავარი,სიახლეები

„მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა – რა უნდა ვიცოდეთ

30.11.2021
„მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა – რა უნდა ვიცოდეთ

პირველ დეკემბერს, საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

„მწვანე პასპორტის“ მოეთხოვება 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.

სად გჭირდებათ „მწვანე პასპორტის“ წარდგენა: 

  • კვების ობიექტებში
  • რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში
  • კინოთეატრებში
  • თეატრებში
  • ოპერაში
  • საკონცერტო დარბაზებში
  • გასართობ ცენტრებში
  • სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე
  • სპაცენტრებში
  • ფიტნესდარბაზებში
  • სასტუმროებში
  • სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე

„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა ვრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტი“ აქ საჭიროა მხოლოდ 18 წელს გადაცილებული ასაკის მოქალაქეებისთვის.

ასევე, პირველი დეკემბრიდან უქმდება რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა. რესტორნები და კაფე-ბარები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ.

პირველი დეკემბრიდან კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებლის დასაშვები რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით ბრუნდება, PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება.

„მწვანე პასპორტი“ გაიცემა ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც კეთდება ტესტირება და აცრა. საშვი გაიცემა ასევე იუსტიციის სახლში და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობითაც – covidpass.moh.gov.ge. 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: