მთავარი,სიახლეები

ნოემბრის ბოლომდე თბილი ამინდი იქნება, დეკემბრის პირველ რიცხვებში კი აჭარაში გაავდრდება

29.11.2021 • 1366
ნოემბრის ბოლომდე თბილი ამინდი იქნება, დეკემბრის პირველ რიცხვებში კი აჭარაში გაავდრდება

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ნოემბრის 21 საათიდან 30 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, პირველ და 2 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, აჭარის მაღალ მთაში კი – თოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: