მთავარი,სიახლეები

აჭარაში კოვიდის 106 ახალი შემთხვევაა

21.11.2021 • 805
აჭარაში კოვიდის 106 ახალი შემთხვევაა

21 ნოემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 561 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 227 ინფიცირებული.

დღეის მონაცემებით აჭარაში 124 მძიმე პაციენტია, მათგან 46 – ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

21 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 3357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 76 პაციენტი გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: