Batumelebi | აჭარაში კოვიდის 111 ახალი შემთხვევაა, 3 პაციენტი გარდაიცვალა აჭარაში კოვიდის 111 ახალი შემთხვევაა, 3 პაციენტი გარდაიცვალა – Batumelebi
RU | GE  

აჭარაში კოვიდის 111 ახალი შემთხვევაა, 3 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 ოქტომბრის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში აჭარაში კოვიდის 111 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში 3 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

დღეის მონაცემებით რეგიონის კოვიდკლინიკებში 495 ადამიანი მკურნალობს.

ჯამში რეგიონში კოვიდის 1709 აქტიური შემთხვევაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com