გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 12 აგვისტოს 21 საათიდან 13 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 23 – 28 გრადუსი
- ღამით: 18 – 23 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
- ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 14-15 აგვისტოს, ბათუმში და აჭარის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.






