მთავარი,სიახლეები

გარდაიცვალა მსახიობი ნინო საკანდელიძე

08.08.2021
გარდაიცვალა მსახიობი ნინო საკანდელიძე

გარდაიცვალა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მემედ აბაშიძის, იუსუფ კობალაძისა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურეატი ნინო საკანდელიძე – ინფორმაციას ბათუმის დრამატული თეატრი ავრცელებს.

ნინო საკანდელიძე 1955 წელს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გარდაცვალებამდე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობდა. გადაღებულია ფილმებში: „ზღვის შვილები“, „მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ“ და „თეთრი ქვები“.

ნინო საკანდელიძე ასევე ავტორია ლექსების რამდენიმე კრებულისა.

ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ნინო საკანდელიძეს მინიჭებული აქვს აჭარის დამსახურებული არტისტის (1961), საქართველოს დამსახურებული არტისტის (1976), საქართველოს სახალხო არტისტის (1987) საპატიო წოდებები.  ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის არაერთგზის დაჯილდოებულია თეატრალური პრემიით.

ბათუმის დრამატული თეატრის შესასვლელთან გახსნილია ნინო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: