მთავარი,სიახლეები

დადასტურდა კოვიდის 4827 ახალი შემთხვევა | 3 აგვისტო

03.08.2021
დადასტურდა კოვიდის 4827 ახალი შემთხვევა | 3 აგვისტო

3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 34 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.08 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  4 827 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარაში – 634, იმერეთში – 494, ქვემო ქართლში – 253შიდა ქართლში – 262, გურიაში – 100სამეგრელო – ზემო სვანეთში – 224, კახეთში – 323მცხეთა-მთიანეთში -156, სამცხე-ჯავახეთში – 47, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 37.

 6 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია – 1 227. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: