მთავარი,სიახლეები

საქართველოში კოვიდის 585 ახალი შემთხვევაა

27.06.2021 • 946
საქართველოში კოვიდის 585 ახალი შემთხვევაა

27 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 585 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 073 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 11 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 5 266 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე საქართველოში 2576 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 161 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 416 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 456, პირი, აჭარაში – 593, იმერეთში – 1 058.

26 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.33%.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: