ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ფრანების შოუ, მუსიკა, მიმები – როგორ გაიხსნება ტურისტული სეზონი ბათუმში 15 ივნისს

10.06.2021 • 2651
ფრანების შოუ, მუსიკა, მიმები – როგორ გაიხსნება ტურისტული სეზონი ბათუმში 15 ივნისს

ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებებში აჭარის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი დაიხარჯება. სხვადასხვა ღონისძიებას ორგანიზებას აჭარის კულტურის სამინისტრო და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უზრუნველყოფენ. სამინისტრო და სააგენტო [შესაბამისად 30 და 70 ათასი ლარის] მომსახურებას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდიან.

სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 15 ივნისს, აჭარის რეგიონში საზაფხულო ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში ჩატარება:

  • მასშტაბური „ფრანების შოუ“, რომელიც გაიმართება დღის 12:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, ბულვარის წინ, სანაპირო ტერიტორიაზე. ფრანების ღონისძიებაზე აუშვებენ 50 სხვადასხვა ზომის ფრანს, მათ შორის გიგანტურ, სამოყვარულო და სპორტულ ფრანებს.

სტუმრებს ასევე ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ფრანების აშვების მასტერკლასებში. ღონისძიების ტერიტორია იქნება გაფორმებული 40 საფესტივალო დროშით.

  • მოეწყობა სპეციალური სცენა, რომელიც მაღალი ხარისხის ტექნიკური აღჭურვილობით იქნება გამართული და მოცემული ღონისძიება მუსიკალურად გაფორმდება პროფესიონალი დიჯეების მიერ.

40-კაციანი გამოცდილი გუნდი იმუშავებს ტექნიკურად გამართულ შოუპროგრამაზე;

  • „მოძრაობის თეატრი“ ზღვის თემატიკით და ილუზიონისტის შოუ გააერთიანებს პერფორმანსებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მიმები, ე.წ. „ცოცხალი ქანდაკებები“, თინეიჯერი სკეიდბორდისტები, ოჩოფეხებზე მოსიარულე მსახიობები და სხვ.

„ჩვენი მხრიდან სეზონის გახსნის მთავარი მიზანია, ერთი მხრივ, საზოგადოებაში საზაფხულო განწყობის შექმნა და მეორე მხრივ, ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა და მოწოდება, რომ აჭარა მზად არის კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ვიზიტორების მისაღებად, რაც ტურიზმის გამოცოცხლების მთავარი მიზანი და მესიჯია.“ – აცხადებს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია:

• საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება ზღვაში;
• ტურიზმის სექტორთან შეხვედრა და მათი დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზება;
• საზეიმო განწყობის შექმნა ქალაქში (დეკორაცია, დროშები, ყვავილები);
• ზაფხულის ტურისტული სეზონის ანონსი და ბათუმის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირება (ფოტო – ვიდეოგადაღება, რეკლამა სოციალურ მედიაში);
• ღონისძიებაზე covid19-ის გავრცელების პრევენციისა და რეგულაციის დაცვის ღონისძიებები;
• ფეიერვერკი ზღვის სანაპიროზე.

სააგენტოს განცხადებით, წვიმის შემთხვევაში ღონისძიების ერთი კომპონენტი, ზღვაში დაგეგმილი ცერემონია, 15 ივნისის ნაცვლად გადაიდება 20 ივნისამდე ან გაუქმდება.

საქართველოს სახმელეთო საზღვრები 2021 წლის პირველი ივნისიდან, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის გაიხსნა, ვისაც კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვს ჩატარებული. თუმცა, ქვეყანაში შემომსვლელმა უცხოელმა, საზღვარზე აუცილებლად უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხიც.

საქართველოში, გარკვეული ქვეყნებიდან შენოვლენ მოქალაქეები მხოლოდ უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტითაც.

საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები სრულად ნახეთ აქ:

კოვიდზე აცრილები თურქეთში PCR ტესტის და კარანტინის გარეშე შევლენ – საელჩო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: