გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით – წვიმა.
ოთხშაბათს, 26 მაისს, ბათუმში გამოიდარებს და 26-27 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი როგორც ბათუმში, ისე აჭარის მთელ ტერიტორიაზე.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 18 – 23 გრადუსი
- ღამით: 12 – 17 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
- ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.
_______________
ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი