მთავარი,სიახლეები

გაგოშას სტენსილი რასიზმის წინააღმდეგ ბათუმში

02.04.2021
გაგოშას სტენსილი რასიზმის წინააღმდეგ ბათუმში

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე რასიზმის წინააღმდეგ სტენსილი განთავსდა. კედელზე გიორგი გაგოშიძემ იმუშავა. ნახატი განსხვავებული ადამიანების მიღებასა და მიუღებლობაზეა. 

“ამ ნახატზე ყველა თავის ფერის გავრცელებას ცდილობს. ადამიანები ერთმანეთს ღებავენ და ცდილობენ მიიმსგავსონ. რასიზმიც ხომ ეგაა – ფიქრობ, რომ რაღაც “ფერი” აღმატებულია სხვაზე,” – ამბობს გიორგი გაგოშიძე, ქუჩის არტისტი.

გიორგი გაგოშიძე giorgi gagoshidze gagosha

გიორგი გაგოშიძე, ფოტო: ბათუმელები

გაგოშასთან  ერთად კედელი ბათუმელმა ახალგაზრდებმა მოხატეს.

ჰურიე და თამარი, სტენსილი რასიზმის წინააღმდეგ. ფოტო: ბათუმელები

კედელი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოიხატა. პროექტის თანაავტორი ეკა ჭითანავა “ბათუმელებთან” ამბობს, რომ რასიზმი საქართველოშიც აქტუალური პრობლემაა:

“რასიზმი გულისხმობს არა მხოლოდ კანის ფერის ნიშნით, არამედ ეროვნული, ეთნიკური, წარმოშობის საფუძველზე ადამიანის დისკრიმინაციას, გამორჩევას, მისი უფლებების შეზღუდვას და ეს პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია.”

მისივე სიტყვებით, ბათუმი მულტიკულტურული ქალაქია, თუმცა აქ და სხვა ქალაქებში მაინც არის შიში, რომ ,,ჩვენს” იდენტობას დავკარგავთ განსხვავებულთან ურთიერთობისას.

“ამ ნახატში ერთი მხრივ მრავალფეროვნებაა, განსხვავებული სახეები, მაგრამ თუ უკეთ დავაკვირდებით, ადამიანები ამ მრავალფეროვნებას ებრძვიან,“ – ამბობს ეკა ჭითანავა.

პროექტი – “ხელოვნება ადამიანის უფლებებისთვის” ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქში ხატავენ კედლებს, პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებსა და ადამიანის უფლებების თემაზე. ასევე ტარდება სალექციო კურსები ადამიანის უფლებებსა და აქტივიზმზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: