მთავარი,სიახლეები

ბათუმში ზეგ გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

23.12.2020 • 1230
ბათუმში ზეგ გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 დეკემბრის 21 საათიდან 24 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში – ნალექი [შესაძლებელია თოვლ-ჭყაპის სახით], მთაში მოსალოდნელია თოვა, დროგამოშვებით – ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 გრადუსი სითბო – 2 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 1 – 3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით,  მომდევნო ორ დღეს, 25 და 26 დეკემბერს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: