მთავარი,სიახლეები

100 000 მოსახლეზე კოვიდის გავრცელებით საქართველო ისევ პირველ ადგილზე | ანტირეკორდი

10.12.2020
100 000 მოსახლეზე კოვიდის გავრცელებით საქართველო ისევ პირველ ადგილზე | ანტირეკორდი

ბოლო 7 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე COVID19-ის გავრცელებით საქართველო ისევ პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ამას მოწმობს დიაგრამა, რომელსაც ამერიკული გამოცემა New York Times-ი აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, ბოლო 1 კვირის მანძილზე ახალი კორონავირუსის შემთხვევათა გავრცელების საშუალო მაჩვენებელი 4 429.6-ს შეადგენს, რაც 100 000 მოსახლეზე 118.7 შემთხვევას გულისხმობს. საქართველოს მოსდევენ სერბეთი, ბელიზი და ლიეტუვა.

საქართველო უკვე მეორე კვირაა ამ მონაცემით პირველ ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის.

ამავე დიაგრამის მიხედვით, საქართველო მე-14 პოზიციაზეა (2 ქვეყანასთან ერთად) ბოლო 7 დღის მანძილზე 100 000 სულ მოსახლეზე ვირუსით გარდაცვალების შემთხვევათა დღიური რაოდენობით. აქ ამავე პერიოდის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 38.9-ს შეადგენს, რაც 100 000 მოსახლეზე გარდაცვალების 1 შემთხვევას გულისხმობს. ამ კუთხით ყველაზე უარესი მდგომარეობა სლოვენიაში, ბულგარეთსა და უნგრეთშია. საქართველოს მსგავსი მაჩვენებლები აქვთ ბელგიას და ავსტრიას.

სტატისტიკა დაადასტურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც, თუმცა თქვა, რომ სისტემამ ამ მოცემულობას გაუძლო.

ამავე თემაზე: 

საქართველოში ყოველ 24-ე ადამიანს კოვიდი აქვს დადასტურებული | სტატისტიკა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: