Batumelebi | აჭარაში კოვიდის 387 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში კოვიდის 387 ახალი შემთხვევა დადასტურდა – Batumelebi
RU | GE  

აჭარაში კოვიდის 387 ახალი შემთხვევა დადასტურდა

4 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 387 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 690 პაციენტი, 84 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ხელოვნურ სუნთქვაზეა 72 ადამიანი.

საქართველოში კოვიდსასტუმროში 2 428 ადამიანია, მათ შორის, 1 180 – აჭარაში. ქვეყანაში 8 457 პირი მკურნალობს ბინაზე.

4 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com