მთავარი,რეკლამა,სიახლეები

სქროლის მოძრაობა უსაფრთხო ქუჩებისთვის

10.07.2020 • 2299
სქროლის მოძრაობა უსაფრთხო ქუჩებისთვის

ჩვენთვის, სქროლის გუნდისთვის, ჩვენი მგზავრების უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ სკუტერის უსაფრთხო მართვის შესახებ რეკომენდაციები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ რეკომენდაციების კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის გადავწყვიტეთ წამოგვეწყო უსაფრთხოების კამპანია, რომლის ფარგლებში “სქროლის მართვის აკადემია” ატარებს ტრენინგების სერიას სკუტერის მართვისა და უსაფრთხოების წესების შესასწავლად, სადაც მონაწილეები საჩუქრად დაცული მგზავრობის ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტს – ჩაფხუტს მიიღებენ.

სკუტერის მართვა მარტივი და სახალისოა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქალაქში არსებობს სხვადასხვა დაბრკოლება, რომელმაც შესაძლოა ახალბედა სქროლერი შეაფერხოს, იქნება ეს ქვეითი, ავტომობილი თუ გზის წინაღობები. “სქროლის მართვის აკადემიის” ღონისძიების ფარგლებში, ჩვენი აკადემიის ტრენერები მონაწილეებს სკუტერის მართვას ასწავლიან ისეთ უსაფრთხო გარემოში, სადაც სატესტო გასქროლვა დამწყებებს გაცილებით გაუმარტივდებათ. ასევე აუხსნიან იმ ფუნდამენტურ წესებს, რაც უნდა გაითვალისწინონ მგზავრობის დროს, რათა იმგზავრონ კომფორტულად და უსაფრთხოდ. მართალია, უსაფრთხოების წესებს ონლაინსივრცის საშუალებით აქტიურად ვავრცელებთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სრულიად ახალი სატრანსპორტო საშუალების კარგად ასათვისებლად თეორიულ გაკვეთილებთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც საჭიროა.

ასევე, როგორც მოგეხსენებათ სქროლის მართვა, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, მხოლოდ სრულწლოვანებისთვისაა ნებადართული, ამიტომაც ამ უსაფრთხოების წესის დარღვევების მინიმუმამდე შესამცირებლად, ბანკებთან თანამშრომლობის ფარგლებში, აპლიკაციაში აკრძალულია სასკოლო ბარათების გამოყენება და სამუდამოდ იბლოკება ის ანგარიში, რომლის გამოყენებაშიც არასრულწლოვანი იქნება შემჩნეული.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აპლიკაცია თავადაც გვაძლევს მითითებებს და გვიხსნის წესებს, რომელთა დაცვაც დაგვეხმარება უსაფრთხო მგზავრობაში. უსაფრთხო გადაადგილების მიზნით აპლიკაციაში არსებობს ზონები, სადაც გადაადგილების სიჩქარე შეზღუდულია, მაგალითად: ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა პარკები და სკვერები, სადაც ვერ გასქროლავ მაღალი სიჩქარით, რადგან შესაძლებელია ამით საფრთხე შეუქმნა სხვებსაც და საკუთარ თავსაც. სწორედ ამიტომ, ასეთ ტერიტორიებზე შესვლისას, შენივე და სხვისი უსაფრთხოებისთვის, სქროლის გადაადგილების სიჩქარე იკლებს. აპლიკაციაში ასევე მონიშნულია ზონები, სადაც სკუტერის გაჩერება არ შეიძლება.

გარდა ამისა, კომპანია „სქროლმა“ და ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომლის მიზანიცაა: მოვახდინოთ ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაცია, ავამაღლოთ ამ მიმართულებით ცოდნისა და ცნობიერების დონე საზოგადოებაში და ხელი შევუწყოთ საგზაო უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას ქვეყანაში.

აქვე მთავარი წესების მოკლე ჩამონათვალი:

[checklist]

  • სკუტერზე დადექი მარტო
  • მართვა ნებადართულია 18 წლიდან
  • რეკომენდებულია ატარო ჩაფხუტი
  • არ გაიკეთო ყურსასმენები
  • ატარე ორივე ხელით
  • იყავი ფხიზელი
  • დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები
  • სამანქანო გზაზე სქროლვის დროს სკუტერი მოძრაობის მიმართულებით, სავალი გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს ატარე

[/checklist]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: