ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში, ოფიციალურად, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 8 371 შემთხვევა გამოავლინეს, რაც აღემატება წინა დღეების მონაცემებს. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 174 ინფიცირებული.
8 371 ახალი შემთხვევიდან 2 054 მოსკოვშია გამოვლენილი.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რუსეთში დღევანდელი, 28 მაისის მონაცემებით 379 051-ია. აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კვლავ მესამე ქვეყანად რჩება.
პანდემიის შედეგად ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 4 142 ინფიცირებული გარდაიცვალა.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ცნობით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 8 785 კოვიდინფიცირებული. სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამი დღეა ქვეყანაში ყოველდღიურად განკურნებულთა რიცხვი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევათა რიცხვს აჭარბებს. კორონავირუსისგან რუსეთში ჯამში 71 251 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ოფიციალური ინფორმაციით რუსეთში Covid 19-ის 9,7 მილიონი ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გაკეთდა 285 ათასი ტესტი.
ამავე თემაზე:
ქართველი სტუდენტი რუსეთიდან – მემუქრებოდნენ, მაიძულებდნენ ინფიცირებულებთან მემუშავა
მთავარი ფოტო: BBC/STANISLAV KRASILNIKOV/TASS






