მთავარი,სიახლეები

მეხუთე დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

05.05.2020
მეხუთე დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 140 პირისგან აღებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია, ახალი კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ აღმოაჩნდა.

დღეს, 5 მაისს, მეხუთე დღეა, რაც აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ბოლო შემთხვევა 30 აპრილს გამოვლინდა და იგი ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა.

ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ 21 პაციენტს მკურნალობენ Covid19-ზე.

5 მაისის მონაცემებით [10:43], საქართველოში კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი, გარდაიცვალა – 9. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 500 პირი, კარანტინის რეჟიმში – 4887. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: