მთავარი,სიახლეები

შაბათ-კვირას ბათუმში მოთოვს, მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება

07.02.2020
შაბათ-კვირას ბათუმში მოთოვს, მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 8-10 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

დღეს, 7 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს. ხვალ, შაბათს, დილიდან თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი, ღამით დაიწყება თოვა და ტემპერატურა დაიკლებს, კვირას და ორშაბათს  კი მოსალოდნელია თოვა.

ზღვაზე იქნება 4-5-ბალიანი შტორმი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავის ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი – 20-25 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 3-8 გრადუსი
  • ღამით: 0-5 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0-5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: -2-7 გრადუსი ყინვა

______________

ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე: 

ძველი საახალწლო ამბები არასაახალწლო ფინალებით

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: